ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში 5 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა
25/12/2023 20:02:47 მსოფლიო
ერთ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული არმიის 5 სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ასეთი მონაცემები უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 დეკემბერს გამოაქვეყნა.
"ომის დროს, შობის ღამეს ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს არა მხოლოდ 30–მდე "შაჰედი" და რამდენიმე რაკეტა, არამედ კიდევ ორი თვითმფრინავი – აღნიშნა ზელენსკიმ.
"ერთ კვირაში ტერორისტებს აქვთ –5 თვითმფრინავი. ეს შობა აყალიბებს სწორ განწყობას მთელი მომავალი წლისთვის - ჩვენი შესაძლებლობების განწყობას", - თქვა ზელენსკიმ და განმარტა, რომ "ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლებლობებზე პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებებში და უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერებაზე.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „მეთოდურობისა და სიძლიერისთვის“.
წუხელ უკრაინაზე რუსულმა ძალებმა კვლავ მიიტანეს საჰაერო იერიში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათ 31 "შაჰედის" უპილოტო საფრენი აპარატიდან 28 ჩამოაგდეს, გაანეიტრალეს მაღალი სიზუსტის Kh-59 თვითმფრინავის რაკეტა და Kh-31P სარადარო რაკეტა.
გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს ორი რუსული გამანადგურებლის განადგურების შესახებ - სუ-34 დონეცკის რეგიონში და სუ-30SM შავი ზღვის თავზე. ხოლო 22 დეკემბერს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ სამი რუსული SU-34 ჩამოაგდეს სამხრეთ მიმართულებაზე.


