
„საქართველოს რკინიგზა“: უამინდობის გამო გაჩერებულმა სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს
25/12/2023 14:17:47 საზოგადოება
სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს. ამის შესახებ განცხადებას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ამ დროისათვის მოძრაობა ყველა რეისმა განაახლა“.
ცნობისთვის: დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ გაჩერებული.