Accentnews.ge
მთავრობა თერჯოლაში მზის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

მთავრობა თერჯოლაში მზის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

25/12/2023 12:08:41 პოლიტიკა, ეკონომიკა

მთავრობა თერჯოლაში მზის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისი ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც, მათ შორის მზის ელექტროსადგურის აშენების საკითხი განიხილეს.

"4,797 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 7,8 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად, რომლის სავარაუდო გამომუშავებაც 10,295 მლნ კვტ სთ იქნება.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტზე. ქარის ელექტროსადგურთა პროექტებიდან ერთი იმერეთის რეგიონში განხორციელდება, რომლის დადგმული, სავარაუდო სიმძლავრე 103,5 მეგავატია, გამომუშავება კი 362 მლნ კვტ საათს მიაღწევს. პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის რაოდენობა 130 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ქარის მეორე ელექტროსადგურს, რომლის აშენებაც შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში იგეგმება, მისი დადგმული სიმძლავრე − 43,4 მგვტ, გამომუშავება − 148 მლნ კვტ სთ, ხოლო ინვესტიციის რაოდენობა 25,25 მლნ აშშ დოლარია.

ამ ეტაპზე სამივე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და კვლევების კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს", – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S