Accentnews.ge
რომელ ქვეყნებში გადის ქართული ლუდი

რომელ ქვეყნებში გადის ქართული ლუდი

25/12/2023 09:22:37 ეკონომიკა

2016-2022 წლებში საქართველოში ლუდის მოხმარების საშუალო წლიურმა ზრდამ 5,1% შეადგინა და მოსალოდნელია, რომ 2023 წელს 133 მლნ ლიტრს მიაღწევს. ამის შესახებ ანალიტიკურო კომპანია Galt & Taggart იტყობინება.

კვლევა მიუთითებს, რომ საქართველოში ლუდის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე იზრდება და 2023 წელს 45 ლიტრს მიაღწია, თუმცა ევროპული საშუალო მაჩვენებელზე დაბალი (79 ლიტრი) რჩება.

საქართველოში ლუდის მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, დანარჩენი კი იმპორტირებულია - ძირითადად გერმანიიდან, რუსეთიდან და ბელგიიდან.

ლუდის ექსპორტი 2023 წლის 11 თვეში გაიზარდა 98,7%-ით (7,9 მილიონ დოლარამდე), ძირითადად ყაზახეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში გაყიდვების ზრდის გამო.

Galt & Taggart-ის მონაცემებით, საქართველოდან ლუდის ექსპორტის 40,6% მოდის ყაზახეთზე, 12,8% რუსეთზე, 8,9% სომხეთზე, 6,1% ჩინეთზე, 5,9% აზერბაიჯანზე, 5,2% ყირგიზეთზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S