Accentnews.ge
“სინათლე იწყებს გამარჯვებას!“ - ზელენსკის საშობაო მიმართვა კიევ-პეჩორის ლავრიდან

“სინათლე იწყებს გამარჯვებას!“ - ზელენსკის საშობაო მიმართვა კიევ-პეჩორის ლავრიდან

25/12/2023 07:08:53 მსოფლიო

25 დეკემბერს კათოლიკური და ნაწილობრივ მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობას აღნიშნავს. წელს უკრაინელები მეორედ აღნიშნავენ შობას 25 დეკემბერს. ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას კიევ-პეჩორის ლავრის ეზოდან მიმართა.

"დღეს ყველა უკრაინელი ერთად არის. ჩვენ ყველანი ერთად, ერთ დღეს აღვნიშნავთ შობას, როგორც ერთი დიდი ოჯახი, როგორც ერთი ერი, როგორც ერთი, ერთადერთი ქვეყანა. დღეს ჩვენი ერთობლივი ლოცვა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. როგორც არასოდეს აქამდე, ხალხური ლოცვა დღეს, გააერთიანებს მილიონების ხმას. ეს ლოცვა გაისმება დღეს, ორკვირიანი დროითი სხვაობის გარეშე. გაისმება ევროპასა და მსოფლიოსთან ერთად", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ეკლესია გადის თავისუფლების გზას "მონობის იდეოლოგიიდან და კულტიდან, რომელსაც არაფერი აქვს ადამიანური და წმინდა."

მან ყურადღება გაამახვილა, რომ იმყოფება კიევ-პეჩორის ლავრაში, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კონტროლის ქვეშ იყო:

"შობის ღამე წლის ყველაზე გრძელი ღამეების დროა. მაგრამ ხვალიდან დღე იწყებს ზრდას, სინათლე დაიწყებს გამარჯვებას. სინათლე დაიწყებს გაძლიერებას. და ეტაპობრივად, დღითიდღე, წყვდიადი დაიწყებს დამარცხებას და ბოლოსდაბოლოს წყვდიადი და ბოროტება დამარცხება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S