Accentnews.ge
უამინდობის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო ბათუმი-თბილისის მიმართულებით რამდენიმე სარკინიგზო რეისი შეყოვნდა

უამინდობის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო ბათუმი-თბილისის მიმართულებით რამდენიმე სარკინიგზო რეისი შეყოვნდა

24/12/2023 06:44:08 საზოგადოება

ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეფერხებულია. ძლიერი ქარის გამო მახინჯაურში ხე წაიქცა და საკონტაქტო ქსელი დააზიანა. რის შედეგადაც რამდენიმე რეისია შეყოვნებული.

ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომელიც 08:10 საათზე ბათუმის რკინიგზის სადგურიდან უნდა გასულიყო, ამ დრომდე შეყოვნებულია.

„ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება“, - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".

მისი ცნობით, „სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ და "საქართველოს რკინიგზა" მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S