
ბათუმში ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები
24/12/2023 06:36:56 საზოგადოება
ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შეიქმნა.
სტიქიის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, მოგლეჯილია ხეები, ხეები ავტოსადგოზე ავტომობილებს დაეცა.
ბულვარში, პარკსა და სკვერებში დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.
ძლიერმა ქარმა ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი მთლიანად გადახადა, რამაც მიმდებარე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.
“ძლიერი ქარის შედეგად მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები დაზიანდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, ოპერატიულად ხორციელდება წაქცეული ხეებისგან გზების გათავისუფლების სამუშაოები. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები”, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.