
რუსეთში მოღვაწე ქართული წარმომავლობის მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს
23/12/2023 16:52:09 საზოგადოება
რუსეთში მოღვაწე ქართული წარმომავლობის მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში მოლდოვაში შესვლაზე უარი განუცხადეს უცხოეთის 39 მოქალაქეს, რომლებიც ქვეყანაში „შესვლის პირობებს არ აკმაყოფილებდნენ“. მათ შორის აღმოჩნდა ირაკლი ფირცხალავა.
ცნობილია, რომ ირაკლი 24 დეკემბერს ქალაქ ბალციში, საახალწლო კონცერტზე უნდა გამოსულიყო. ღონისძიება ორგანიზებული იყო მოლდოვიდან გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის მიერ, რომელსაც მოლდოვაში ბანკებიდან მილიარდის მოპარვას ედავებიან და თავისუფლების 15 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი.
შორს ასევე ადანაშაულებდნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში.