იაპონია აშშ–ს გადასცემს "პატრიოტის" რაკეტებს, რაც შეიძლება, უკრაინას დაეხმაროს
22/12/2023 18:33:08 მსოფლიო
იაპონიის კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა, რათა დაუშვას უცხოური ლიცენზიით წარმოებული თავდაცვის პროდუქტების მიწოდება ქვეყანაში, სადაც პატენტი გაიცა, – წერს BBC.
ასეთი ცვლილებების შემდეგ იაპონია შეძლებს შეერთებულ შტატებში რამდენიმე ათეული პატრიოტის რაკეტის ექსპორტს პენტაგონის მარაგის შესავსებად. ამის წყალობით ვაშინგტონი შეძლებს უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაგზავნას.
ამ გეგმების შესახებ მანამდე მედია წერდა.
იაპონია წლების განმავლობაში კრძალავდა ლეტალური იარაღის ექსპორტს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იაპონიის პრემიერ მინისტრთან ფუმიო კიშიდასთან ბოლო შეხვედრაზე სარაკეტო მიწოდების საკითხი დააყენა.


