Accentnews.ge
აშშ გაფრთხილების გარეშე დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას ეხმარებიან

აშშ გაფრთხილების გარეშე დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას ეხმარებიან

22/12/2023 15:46:57 მსოფლიო

აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან. განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო მდივანთან და საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ უფლება ეძლევა დაასანქციროს უცხოური ფინანსური დაწესებულება, თუ იგი გადასახადებით ეხმარებოდა რუსეთის ტექნოლოგიურ ან თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ პირს.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ასეთი სანქციების შემოღება გაფრთხილების გარეშეა შესაძლებელი, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში სასანქციო აქტივების გადამალვის რისკები არსებობს.

მანამდე თეთრი სახლის წარმომადგენელმა განკარგულებაზე ხელმოწერის დაანონსებისას თქვა, რომ ის აფართოებს ვაშინგტონის სამართლებრივ შესაძლებლობას სანქციების დაწესების შესახებ ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.

მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლება მიიღებს ინსტრუმენტს ფინანსური ინსტიტუტების მიზანმიმართულად დასასჯელად, რომლებიც საბანკო ოპერაციების საშუალებით მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სამხედრო მანქანას.

მისი თქმით, ეს ყველაფერი პარტნიორებთან და მოკავშირეებთან შეთანხმებით ხდება.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აქამდე მოქმედი სანქციები ეფექტური აღმოჩნდა, მაგრამ კრემლმა იპოვა მათი გვერდის ავლის გზები. მისი თქმით, რიგი კომპანიები, რომლებიც დაეხმარნენ რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში, უკვე დაისაჯნენ.

მთავარია ფინანსური სისტემა, რადგან იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად საჭიროა ტრანზაქციები და ჯო ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანების მიზანია, "ქვიშით ამოავსოს რუსული სამხედრო მანქანის მექანიზმები და გაანადგუროს მიწოდების ჯაჭვი",– განმარტა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S