პოლონეთმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა
22/12/2023 15:00:15 მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ემზადება და კიევს დახმარების პაკეტს წარუდგენს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პაველ ვრონსკიმ განაცხადა.
"რადოსლავ სიკორსკიმ მკაფიოდ განაცხადა: პოლონეთის სტრატეგიული ინტერესია, ვლადიმირ პუტინმა ვერ შეასრულოს თავის სამხედრო მიზნები უკრაინაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს. მინისტრი ემზადება და წარუდგენს უკრაინის დახმარების პაკეტს", - დაწერა მან X-ზე.
22 დეკემბერს პოლონეთის ახალდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი თავისი პირველი საერტაშორისო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. შესაბამისი ფოტო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. იუწყებიან, რომ დიპლომატი კიევში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და უმაღლეს რადაში გამოვა სიტყვით.
შეხვედრების გრაფიკი უსაფრთხოების მიზნით გასაიდუმლოებულია.


