
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
22/12/2023 13:26:36 ეკონომიკა
22 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა, შესაბამისად, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6878 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.84 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9614 ლარი გახდა.
2.31 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4183 ლარი გახდა.
რაც შეეხება თურქულ ლირას, კურსმა 9.20 თეთრი შეადგინა.