Accentnews.ge
ევროკავშირი უკრაინაში კიდევ 500 ელექტრო გენერატორს გაგზავნის

ევროკავშირი უკრაინაში კიდევ 500 ელექტრო გენერატორს გაგზავნის

22/12/2023 13:21:11 მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინაში კიდევ 500 ელექტრო გენერატორს გაგზავნის,– ამის შესახებ ევროკომისია იტყობინება.

ევროკომისიის ცნობით, მიზანი უკრაინელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების ფუნქციონირების შენარჩუნებაა, რადგან რუსეთის სასტიკმა თავდასხმებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა არამყარი გახადა.

„ჩვენ ვაგზავნით ელექტროენერგიის დამატებით 500 გენერატორს უკრაინაში - რითაც გაგზავნილი გენერატორების რაოდენობა, ჯამში 5 500-ს გადააჭარბებს - რათა უზრუნველყოფილ იქნას საკმარისი ენერგომომარაგება და შენარჩუნეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მუშაობა“, - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბომბავს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S