Accentnews.ge
პრაღაში, უნივერსიტეტთან მომხდარი სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ათობით პირი დაიჭრა

პრაღაში, უნივერსიტეტთან მომხდარი სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ათობით პირი დაიჭრა

21/12/2023 15:26:43 მსოფლიო

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტთან მომხდარი სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ათობით პირი დაიჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის პოლიცია ავრცელებს.

მისი ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია და ამჟამად შენობიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ადგილი, სადაც თავდასხმა მოხდა, მცირე მანძლით არის დაშორებული პრაღის ძველი ქალაქიდან და პრაღის სასახლიდან.

მომხდარი თავდასხმის გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ოლომოუცში, შეწყვიტა შეხვედრები და პრაღაში ბრუნდება. მან მოუწოდა მოქალაქეებს, რომ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის ინსტრუქციებს.

მომხდარის შესახებ დეტალები ჯერ –ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S