Accentnews.ge
ევროკავშირმა უკრაინას 1,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა

ევროკავშირმა უკრაინას 1,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა

21/12/2023 12:27:23 მსოფლიო

ევროკავშირმა უკრაინას 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის საბოლოო ნაწილი, 1,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იუწყება.

„ჩვენ ჩვენი მეზობლის, მეგობრისა და მომავალი წევრის მხარეს ვდგავართ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ევროკავშირმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.

ჯამში 2023 წლისთვის ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური მხარდაჭერის 18 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი გამოუყო. დღევანდელ ტრანშთან ერთად ეს თანხები კიევში სრულად გადაირიცხა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S