Accentnews.ge
უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ჯარში გაწვევას გეგმავს

უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ჯარში გაწვევას გეგმავს

21/12/2023 10:13:06 მსოფლიო

უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ჯარში გაწვევას გეგმავს.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები 25-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინელებს მოუწევთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვევის ცენტრებში გამოცხადება. ხოლო მათთვის, ვინც გაწვევას თავს აარიდებს, სანქციები დაწესდება, თუმცა რა სახის, როგორც მინისტრი ამბობს, ეს ჯერ კიდევ განიხილება.

იუწყებიან, რომ უკრაინას დამატებით 450 ათასიდან 500 ათასამდე სამხედროს მობილიზება სურს, თუმცა გადაწყვეტილების ფინანსურ-პოლიტიკური პირობები ჯერ არ ჩამოუყალიბებიათ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციას „მგრძნობიარე საკითხი“ უწოდა.

უმეროვის თქმით, აუცილებელია თანმიმდევრულობა. მომავალმა სამხედრო მოსამსახურეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რას ისწავლიან და რით აღიჭურვებიან, სად და როდის იმსახურებენ და როდის გათავისუფლდებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S