Accentnews.ge
„საქართველოსთვის“ ხელისუფლებას სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანისკენ მოუწოდებს

„საქართველოსთვის“ ხელისუფლებას სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანისკენ მოუწოდებს

21/12/2023 09:11:57 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

როგორც დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ შეიძლება, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს.

დაუშვილის თქმით, ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს და ახალი წლების შემდეგ მაინც გადაყვანილ იქნას მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

მისი შეფასებით, ამჟამად „ნაცმოძრაობის“ "გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია" მიმდინარეობს, რომლის "ორგანიზატორიც დღევანდელი "ოცნებაა" და ეს "ტარდება კორუფიისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო სისტემის გამოყენებით".

"უცხო ქვეყნის მოქალაქე, საპატიმრო პალატაში მყოფი ბრალდებული სრულფასოვნად მონაწილეობს ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში, რასაც კანონი უკრძალავს, მაგრამ არ უკრძალავს და მეტიც, ამის უფლებას აძლევს "ოცნება".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს კამპანიური ხასიათის მოვლენაა, რომლის მიზანია, 2024 წლის არჩევნებისთვის ერთი მხრივ, დაშლილი "ნაცმოძრაობის" გადარჩენა და მეორე მხრივ, სააკაშვილით და მისი "ნაცმოძრაობით" საქართველოს მოქალაქეების მორიგი დაშინება",– თქვა პოლიტიკოსმა.

ის მოუწოდებს „ოცნებას“, შეწყვიტოს "ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად; აცადოს სასამართლოს მართლმსაჯულების აღსრულება; შეწყვიტოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემატური დარღვევა და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი წლების შემდეგ მაინც".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S