Accentnews.ge
გამოკითხვა: უკრაინელების 72%–ს უარყოფითი დამოკიდებულება ექნებოდა ზალუჟნის გადადგომის მიმართ

გამოკითხვა: უკრაინელების 72%–ს უარყოფითი დამოკიდებულება ექნებოდა ზალუჟნის გადადგომის მიმართ

20/12/2023 14:01:00 მსოფლიო

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების მნიშვნელოვანი უმრავლესობა - 72% - უარყოფითად იქნებოდა განწყობილი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის გადადგომის მიმართ.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 2%-ს ექნებოდა დადებითი დამოკიდებულება ამ ამბის მიმართ, კიდევ 21%-ს ნეიტრალური პოზიცია ექნებოდა, 5%-მა აზრის ჩამოყალიბება ვერ სეძლო.

„რესპონდენტებს შორის, რომლებიც ენდობიან ვოლოდიმირ ზელენსკის, 71% უარყოფითად რეაგირებს ვალერი ზალუჟნის შესაძლო გათავისუფლების გადაწყვეტილებაზე (მხოლოდ 3% დადებითად რეაგირებს). ყველა რეგიონში მოსახლეობის უმრავლესობა კრიტიკულად აფასებს ზალუჟნის შესაძლო გადადგომას“, - აცხადებენ სოციოლოგები.

გარდა ამისა, გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 43% თვლის, რომ შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული უთანხმოება ზელენსკისა და ზალუჟნის შორის, მათგან მხოლოდ 8% მიიჩნევს, რომ სიტუაცია არის „ძალიან სერიოზული“, ხოლო დანარჩენი 35% მიიჩნევს, რომ ეს გაუგებრობა სერიოზული არაა. 39% საერთოდ არ ფიქრობს, რომ არსებობს გარკვეული კონფლიქტი, ხოლო 18% არ აქვს საკუთარი აზრი ამ საკითხთან მიმართებით.

წინა დღეს KIIS-მა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ აბსოლუტურ ნდობას საზოგადოების მხრიდან – როგორც 2022 წლის დეკემბერში, ისე ახლაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 96% ენდობა. გარდა ამისა, უკრაინელების 88% ენდობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის (4% მას არ ენდობა).

უკრაინელების 62% ენდობა პრეზიდენტ ზელენსკის, 18% არა (2022 წლის დეკემბერში 84% ენდობოდა პრეზიდენტს, 5% არ ენდობოდა). ამასთან, ამ კვლევის მიხედვით, უკრაინელების უმრავლესობა - 59% - ერთდროულად ენდობა როგორც პრეზიდენტს, ასევე მთავარსარდალს.

19 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უარყო კონფლიქტის არსებობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთან და მასთან ურთიერთობა საქმიანი უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S