Accentnews.ge
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

20/12/2023 13:19:03 ეკონომიკა

20 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.32 თეთრი შეადგინა და 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6854 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.75 თეთრით გაუფასურდა, ამდენად, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9413 ლარი გახდა.

0.72 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP) მიმართებით და ფასი 3,3992 ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, კურსმა 9.22 თეთრი შეადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S