HRW: რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს თავის ჯარში მსახურს აიძულებს
20/12/2023 13:11:57 მსოფლიო
რუსეთის წარმომადგენლები განაგრძობენ უკრაინის აღმოსავლეთში, რუსული ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელების იძულებას, იმსახურონ რუსულ ჯარში - იუწყება "ჰიუმან რაიტს უოჩი" (HRW) 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ამგვარი პრაქტიკა "ომის დანაშაულია".
"რუსეთის ოფიციალური პირები უკრაინის ოკუპირებულ არეალებში ღიად და უკანონოდ აიძულებენ კაცებს თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას, - ამბობს ორგანიზაციის ევროპისა და შუა აზიის განყოფილების ხელმძღვანელი ჰიუ უილიამსონი, - ნაკლებად თვალში მოსახვედრია მათი პრაქტიკა რუსეთის ძალებში გასაწევრიანებლად ზეწოლა განახორციელონ დაკავებულ უკრაინელებზე, რომლებიც ვერსად დაიმალებიან ან გაიქცევიან", - აცხადებენ ორგანიზაციაში.


