Accentnews.ge
NCDC: დადგენილია მოზარდის ვინაობა, რომელიც ცოფით დაავადებულმა ძაღლმა გაკაწრა

NCDC: დადგენილია მოზარდის ვინაობა, რომელიც ცოფით დაავადებულმა ძაღლმა გაკაწრა

20/12/2023 12:42:00 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადგენილია მოზარდის ვინაობა, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ცოფით დაავადებულმა მიუსაფარმა ძაღლმა გაკაწრა.

როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს NCDC-ში განუცხადეს, ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.

19 დეკემბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, რადგან ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

ბავშვის დაკაწვრის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში 18 დეკემბერს შევიდა. შემტყობინებელი აცხადებდა, რომ მოკვდა ძაღლი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ბავშვი დაკაწრა. ის ითხოვდა, ჩასტარებოდა მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევა. კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლი ცოფით იყო დაავადებული.

სეს–მა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ კახეთის გზატკეცილზე, ადგილზე სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა, ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს.

სეს-ის ინფორმაციით, საკარანტინო ღონისძიებები თბილისის მერიის მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება:

"კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ, სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა აღინიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის მერიის მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად, საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკარანტინო ზონაში მიმდინარეობს ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S