Accentnews.ge
ომბუდსმენს მოუწოდებენ, შეისწავლოს „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დარღვევის მასშტაბი

ომბუდსმენს მოუწოდებენ, შეისწავლოს „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დარღვევის მასშტაბი

20/12/2023 10:30:31 საზოგადოება

სახალხო დამცველს მიმართავენ, შეისწავლოს და შეაფასოს „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების - პენსიონერების, შშმ პირების, დევნილებისა და მარჩენალდაკარგულების უფლებების დარღვევის მასშტაბი.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ წერილობითი მოთხოვნა სახალხო დამცველის აპარატში ჩააბარა.

ჭალიძის თქმით, პენსია და სხვა სოციალური გასაცემლები ადრესატამდე სრულად არ მიდის, რაც ლიბერთი ბანკის მანიპულაციების შედეგია.

„შეისწავლოს და შეაფასოს, თუ როგორ გამოიყენა მონსტრმა ფინანსურმა კომპანიამ ადამიანების მოწყვლადობა თავის სასარგებლოდ, როგორ და რა ხერხებით შეამცირა ისედაც გაჭირვებული ხალხის ქონება და გაზარდა თავის ქონება.

უკვე წლებია სახელმწიფო ბიუჯეტიდან პენსია და სოციალური გასაცემლები ადრესატებამდე სრულად აღარ მიდის სწორედ ლიბერთი ბანკის მანიპულაციების წყალობით და ამ საკითხის მიყურადება დიდი უსამართლობაა“, - განაცხადა ჭალიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S