აშშ–მა ირანთან დაკავშირებული 10 კომპანია და ოთხი პირი დაასანქცირა
20/12/2023 08:11:19 მსოფლიო
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 10 იურიდიული და 4 ფიზიკური პირი დაასანქცირა. ისინი ირანული დრონების მწარმოებლებს ნაწილების მოპოვებაში ეხმარებოდნენ.
როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, დასანქცირებული პირები ირანიდან, ჰონგ-კონგიდან, მალაიზიიდან და ინდონეზიიდან არიან. ქსელს ირანელი ჰუსეინ ჰატეფ არდაკანი ხელმძღვანელობდა.
"ქსელი ისლამური რევოლუციის გვარდიის აეროკოსმოსურ ძალებს დაეხმარა, შეესყიდათ ასობით ათასი დოლარის ღირებულების ამერიკული და უცხოური წარმომავლობის ნაწილები", - აცხადებენ აშშ–ში.
მათივე ინფორმაციით, ჰუსეინ ჰატეფ არდაკანს უშუალოდ აქვს გაფორმებული კონტრაქტი ირანის საჰაერო კოსმოსურ ძალებთან მისი ირანული კომპანიების გამოყენებით და კოორდინაციას უწევს შესყიდვებს უცხო ქვეყნებში. კერძოდ, მალაიზიაში, ჰონგ-კონგში და ინდონეზიაში.


