Accentnews.ge
"დეფექტის 2/3 დაიფარა" – ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება

"დეფექტის 2/3 დაიფარა" – ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება

20/12/2023 08:07:47 საზოგადოება

ამ დროისთვის სტაბილურად ფასდება მიუსაფარი ძაღლის მიერ გურიაში დაკბენილი 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ექიმი ალექსანდრე კალანტაროვი ამბობს, რომ ექიმის თქმით, მომდევნო ერთი კვირა მნიშვნელოვანია, რათა გადანერგილ ქსოვილში აღდგენითი პროცესები დაიწყოს.

"პაციენტის მდგომარეობა დღეს პოსტოპერაციულ პერიოდში სტაბილურია. ოპერაცია გაკეთდა სასწრაფო ჩვენებით. თავის ქალის საფარი ქსოვილების დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. გაკეთდა უნიკალური მიკროქირურგიული ნაფლეთოვანი გადანერგვა. დეფექტის 2/3 დაიფარა, დარჩა დასაფარი 1/3. პირველი კვირა გვაქვს სარისკო პერიოდი, საყურადღებო პერიოდი, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადანერგილ ნაფლეთში, გადანერგილ ქსოვილში მოხდეს აღდგენითი პროცესები", - აცხადებს ექიმი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძაღლმა ძმები – 5 და 2 წლის ბავშვები 15 დეკემბერს დაკბინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S