Accentnews.ge
თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%–ით დააფინანსებს

თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%–ით დააფინანსებს

20/12/2023 07:50:43 საზოგადოება

დედაქალაქის მერია 2024 წლის პირველი იანვრიდან ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%–ით დააფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, 100%–ით დაუფინანსდება პროგრამის ყველა მოსარგებლეს. აღნიშნულ ცვლილებამდე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველი სტატუსის არმქონე პირებს მხოლოდ 80 პროცენტით, რიგ შემთხვევაში კი 50 პროცენტით უფინანსებდა. გადაწყვეტილება პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს“, – თქვა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში, თბილისის მერია ერთ პაციენტს წლის განმავლობაში სულ მცირე, 21 600 ლარით და მაქსიმუმ 61 150 ლარით აფინანსებს, მეტასტაზური ფორმის შემთხვევაში კი სულ მცირე, 40 500 ლარით და მაქსიმუმ 65 340 ლარით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S