Accentnews.ge
თბილისში გარკვეულ საათებში დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება – ვის შეეხება გამონაკლისი

თბილისში გარკვეულ საათებში დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება – ვის შეეხება გამონაკლისი

20/12/2023 07:46:11 საზოგადოება

დედაქალაქში, კონკრეტულ ლოკაციებზე დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება,– ამის შესახებ ბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ქალაქის მერმა კახა კალაძემ.

პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებებით, 1 იანვრიდან შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს.

„საკრებულოს მიერ დასამტკიცებელი წესის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.

„ამასთან, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და აგვისტოში. ვფიქრობთ, აგვისტო იყოს გადაადგილებისთვის თავისუფალი, რადგან, როგორც წესი, ამ პერიოდში ქალაქი შედარებით თავისუფალია, მოსახლეობა გადის დასასვენებლად და ამიტომ, ეს გამონაკლისი შესაძლებელია რომ დაშვებულ იქნას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, რეგულაცია არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე:

  • საზოგადოებრივ ტრანსპორტზე;
  • საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი);
  • მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე;
  • მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე;
  • ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე;
  • ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე;
  • ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე;
  • ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში;
  • ასევე, გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული წესის დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები დაჯარიმდებიან 1 000 ლარის ოდენობით. ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე – 3 000 ლარის ოდენობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S