Accentnews.ge
ეძებენ მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, ცხოველს ცოფი დაუდასტურდა

ეძებენ მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, ცხოველს ცოფი დაუდასტურდა

19/12/2023 18:02:25 საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა.

უწყების ცნობით, ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

„თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა.სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შემოვიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა კვლევის შედეგები",– აცხადებენ სეს–ში.

უწყებაში აცხადებენ, რომ შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდის და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. არც ის არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას. ამავდროულად, სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს“, - დასძენენ უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S