
„რუსთავის წყალი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გაერთიანდნენ
19/12/2023 17:03:12 საზოგადოება
დღეიდან კომპანიების ,„რუსთავის წყლისა” და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გაერთიანების გამო, რუსთავის აბონენტებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოემსახურება.
„კომპანია მომხმარებლებს როგორც წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების, ასევე ახალ აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით სრულ მომსახურებას გაუწევს.
„რუსთავის წყლის” „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” გაერთიანება ხელს შეუწყობს კომპანიის ეფექტიან მართვასა და ინვესტიციების შეუფერხებელ განხორციელებას",– ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.
რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგების შესახებ ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის 22 00 11, „ჯივიპის“ ოფიციალური ვებგვერდისა (www.gwp.ge) და სოციალური ქსელების საშუალებით შეუძლიათ.
"ქალაქ რუსთავის სერვის ცენტრი აბონენტების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. განაცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა მომხმარებლებს ასევე კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე rustavionline@gwp.ge შეეძლებათ“, – დასძენენ კომპანიაში.