Accentnews.ge
სანდუ: რუსეთი გაზაფხულზე მოლდოვაში დესტაბილიზაციას შეეცდება

სანდუ: რუსეთი გაზაფხულზე მოლდოვაში დესტაბილიზაციას შეეცდება

19/12/2023 15:27:05 მსოფლიო

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მომავალი წლის გაზაფხულზე, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოლდოვაში რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებს ელოდება. ამის შესახებ მან ადგილობრივი ტელეარხის ProTV-ის ეთერში ისაუბრა.

"გვჯერა, რომ რუსეთი აქ სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს გააგრძელებს და მჯერა, რომ ეს ქმედებები გაზაფხულისკენ დაიწყება. გამოიყენებენ იმ ხალხს, რომლებიც აქ ჰყავთ. სამწუხაროდ, ახალი არაფერია. მათ შეიძლება გარკვეული ტაქტიკა შეცვალონ, მაგრამ გასაგებია, როგორ მოიქცევიან". - თქვა სანდუმ.

სანდუმ თქვა, რომ კონტექსტის გათვალისწინებით, აუცილებელია ადგილობრივი არჩევნებიდან დასკვნების გამოტანა.

მისი თქმით, რისკების შესამცირებლად კონკრეტულ სამინისტროებში მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S