Accentnews.ge
კოლომინა: იმედი გვაქვს, 2024 წლის არჩევნებზე ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ

კოლომინა: იმედი გვაქვს, 2024 წლის არჩევნებზე ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ

19/12/2023 15:17:32 პოლიტიკა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ ბრიფინგზე ალიანსისთვის დემოკრატიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ 2024 წლის არჩევნებზე რეალურ, დემოკრატიულ პრაქტიკას ვიხილავთ.

“ჩვენთვის დემოკრატია ფუნდამენტურია, ალიანსისთვის მას პრინციპული ღირებულება აქვს. გვსურს ვხედავდეთ, რომ დემოკრატია ისე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ასე რომ არჩევნები დემოკრატიების დიდი ნაწილია, ის სამართლიანი, კონკურენტული გზით უნდა ტარდებოდეს. ეს არის მესიჯი, რომელიც გადავეცი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს",– თქვა კოლომინამ.

მისი თქმით, არჩევნების თემა ოპოზიციასთან საუბრების ნაწილიც იყო, მაგრამ "ვფიქრობ, რამდენადაც არჩევნებია მნიშვნელოვანი, ასევე ოპოზიციისა და მთავრობის როლია მნიშვნელოვანი. დემოკრატია ყველა ჩვენგანის, ყველა მოქალაქის ერთად მუშაობით ფუნქციონირებს. ასე რომ, ჩემი გადმოსახედიდან, მთავრობისა და ოპოზიციის საერთო პასუხისმგებლობაა".

"ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვან 2024 წელს ველი, გასატარებელი რეფორმების გამო, რომლებიც ვახსენე, მაგრამ ასევე, იმიტომ, რომ 2024 წელი არჩევნებით დასრულდება, და იმედი გვაქვს, რომ რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ”, - განაცხადა კოლომინამ.

იხილეთ ასევე: კოლომინა – საქართველოსგან მოველით 9 ნაბიჯის შესრულებას, რათა NATO–ს მოთხოვნებიც დააკმაყოფილოს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S