Accentnews.ge
ბელგიის გენშტაბის უფროსი: ევროპა მზად უნდა იყოს ახალი რუსული აგრესიისთვის

ბელგიის გენშტაბის უფროსი: ევროპა მზად უნდა იყოს ახალი რუსული აგრესიისთვის

19/12/2023 13:29:55 მსოფლიო

ბელგიის არმიის გენერალური შტაბის უფროსს, ადმირალ მიშელ ჰოფმანს მიაჩნია, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა სერიოზულად უნდა აღიქვან რუსული საფრთხე და მოემზადონ იმისთვის, რომ მომავალში რუსეთი შესაძლოა, სხვა მეზობელს დაესხას თავს. ამის შესახებ მან VRT-თან ინტერვიუში, რუმინეთში ბელგიური ძალების გამგზავრებისას განაცხადა.

ადმირალმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა დასუსტებულია უკრაინაში წარუმატებლობის გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სიტუაცია შეიცვლება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი საბოლოოდ შეძლებს გამარჯვებას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაჰყავს. ვფიქრობ, ღელვის საფუძველი გვაქვს. კრემლისა და პრეზიდენტ პუტინის რიტორიკა ყოველთვის ორაზროვანია. აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ, რომ დროთა განმავლობაში მათ სხვა რამის კეთება დაიწყონ. ეს შეიძლება, იყოს მოლდოვის სამხრეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები...“, - აღნიშნა ჰოფმანმა.

მისი თქმით, „რუსეთი დროთა განმავლობაში აღადგენს თავის სამხედრო მანქანას და არმიას, მათ უკვე აჩვენეს, რომ შეუძლიათ მეზობელზე თავდასხმა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ამის პრევენციის შესაძლებლობები და მზად ვართ, დავარდყა საპასუხოდ, თუ ამის აუცილებლობა იქნება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S