Accentnews.ge
შვედეთისა და ფინეთის შემდეგ, დანია აფორმებს სამხედრო შეთანხმებას აშშ–სთან

შვედეთისა და ფინეთის შემდეგ, დანია აფორმებს სამხედრო შეთანხმებას აშშ–სთან

19/12/2023 13:06:55 მსოფლიო

დანიამ მოილაპარაკა შეერთებულ შტატებთან სამხედრო შეთანხმებაზე, რომელიც ამერიკელ ჯარისკაცებსა და სამხედრო ტექნიკას დანიის მიწაზე ბაზირების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ სამშაბათს, 19 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომელსაც Reuters ციტირებს.

”ეს ნიშნავს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები და ტექნიკა შეიძლება, მუდმივად განთავსდნენ დანიის მიწაზე,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

ფრედერიკსენმა თქვა, რომ შეთანხმებას, რომლის ირგვლვაც დანიამ და შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებები თებერვალში დაიწყეს, ამ კვირის ბოლოს მოეწერება ხელი და ძალაში საჭირო კანონმდებლობის მიღების შემდეგ, დაახლოებით ერთ წელიწადში.

მანამდე აშშ–მა მსგავსი შეთანხმებები გააფორმა ფინეთთან და შვედეთთან.

ნორვეგიამაც, რომელსაც აქვს საზღვარი რუსეთთან, 2021 წელს ხელი მოაწერა შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან, თუ როგორ უნდა დაარეგულიროს აშშ-ის სამხედრო საქმიანობა მის ტერიტორიაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S