საგარეო უწყება – "მაგნიტსკის სიაზე": საქართველომ შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა
19/12/2023 10:19:18 პოლიტიკა
საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებული არიან ჩვენი პარტნიორები, – ასე პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კითხვას, რატომ არ შეუერთდა საქართველო „მაგნიტსკის სიის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას.
უწყებაში ამბობენ, რომ ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში 50%-მდეა გაზრდილი:
"საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები. რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად – 50 პროცენტამდეა გაზრდილი“.


