Accentnews.ge
ჩინეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

ჩინეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

19/12/2023 06:12:35 მსოფლიო

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში განსუსა და ცინხაიში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. არსებული ცნობებით, სულ მცირე, 116 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი დაშავდა

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი განსუს პროვინცია იყო.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, მხოლოდ განსუში განადგურებული ან დაზიანებულია 4782 სახლი, წყლით მომარაგების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმა შესაბამის სამსახურებს მოუწოდა მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაციისკენ.

ჩინეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა 2008 წლის მაისშიც. სიჩუანის პროვინციაში 87 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S