ორბანმა ერდოღანს ცხენი აჩუქა, ხოლო ერდოღანმა ორბანს – თურქული წარმოების პირველი ელექტრომანქანა
18/12/2023 16:57:19 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში შეხვედრა გამართეს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა ორბანს თურქული წარმოების პირველი ელექტრომანქანა აჩუქა, ხოლო უნგრეთის პრემიერმა თურქ ლიდერს – უნგრული ცხენი.



დახურული შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა აუდიენცია დელეგაციებთან ერთადაც გამართეს.


