Accentnews.ge
ევროკავშირი რიგგარეშე სამიტს გამართავს, რომელზეც უკრაინის 50–მილიარდიან დახმარებაზე იმსჯელებენ

ევროკავშირი რიგგარეშე სამიტს გამართავს, რომელზეც უკრაინის 50–მილიარდიან დახმარებაზე იმსჯელებენ

18/12/2023 16:01:53 მსოფლიო

1 თებერვალს ევროკავშირი რიგგარეშე სამიტს გამართავს, რომელზეც უკრაინისთვის 50-მილიარდიანი დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ იმსჯელებენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა და დასძინა, რომ სამიტის მთავარი თემა მრავალწლიური ბიუჯეტის ცვლილებები იქნება.

„ხუთშაბათს და პარასკევს მივხვდით, რომ უნგრეთთან ცოტა მეტი დროა საჭირო იმისათვის, რომ გადაწყვეტილება ერთხმად მივიღოთ, რომელსაც სჭირდება MFF-ის (მრავალწლიური ფინანსური ჩარჩოს) მიმოხილვა, შეთანხმებისთვის“, - განაცხადა მიშელმა ბელგიის პრემიერ მინისტრთან ალექსანდრე დე კროუსთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ გარდა უკრაინის დაფინანსებისა, 27-წევრიან ევროკავშირს ასევე აქვს შეთავაზებები მეტი ფინანსური მხარდაჭერისთვის მიგრაციისთვის, ბუნებრივი კატასტროფების დასაფარად, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა 14 დეკემბერს გადაწყვიტეს უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები დაიწყონ, თუმცა ისინი ვერ შეთანხმდნენ კიევისთვის 50 –მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტზე უნგრეთის წინააღმდეგობის გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S