Accentnews.ge
საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ევროპული "მაგნიტსკის სიის" მოქმედების გახანგრძლივების შესახებ

საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ევროპული "მაგნიტსკის სიის" მოქმედების გახანგრძლივების შესახებ

18/12/2023 14:58:53 პოლიტიკა

საქართველომ - ახლა უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებას ჩრდიოეთ კორეისა და არაღიარებული დნესტრისპირეთის ლიდერების წინააღმდეგ, თუმცა არ ფიგურირებს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებმაც ევროპული "მაგნიტსკის სიის" სამი წლით - 2026 წლის 8 დეკემბრამდე პროლონგაციას დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს საიტზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ხელმძღვანელ ჟოზეპ ბორელის სახელითაა გამოქვეყნებული.

ე.წ. ევროპული "მაგნიტსტის სია" იმ შეზღუდვების ჩამონათვალია, რომელსაც ბრიუსელი "ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების" ჩამდენთა მიმართ აწესებს. ამ რეჟიმის ფარგლებში ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა და ფინანსური აქტივების გაყინვა ეხებათ მოქალაქეებს, ძალოვან უწყებებსა და კოპანიებს რუსეთიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, სირიიდან და რიგი სხვა სახელმწიფოებიდან. სხვებთან ერთად, ევროპულ "მაგნიტსკის სიაში" ფიგურირებენ რუსი მაღალჩინსნები, კერძოდ, სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ბასტრიკინი, გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, როსგვარდიის დირექტორი ვიქტორ ზოლოტოვი, სასაჯელაღსრულების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ალექსანდრე კალაშნიკოვი.

საქართველოსგან განსხვავებით, ამ შეზღუდვების გახანგრძლიებას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატმა სახელმწიფოებმა - ჩრდილოეთ მაკედონიამ, ჩერნოგორიამ, ალბანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ევროზონაში შემავალმა ისლანდიამ, ლიხტენშტეინმა და ნორვეგიამ, სხვებთან ერთად სომხეთმა და აზერბაიჯანმაც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოს, ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად, ევალება, "აამაღლოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აღსრულების დონე".

2020 წელს საქართველო ევროპულ "მაგნიტსკის სიას" შეუერთდა, თუმცა შემდგომში მისი პროლონგაციისთვის მხარი აღარ დაუჭერია.

პირველად "მაგნიტსკის სია" 2012 წელს აშშ-მა მიიღო. ეს სახელი მას რუსი საგადასახადო კოსულტანტის - სერგეი მაგნიტსკის პატივსაცემად მიენიჭა, რომელიც 2009 წლის ბოლოს მოსკოვის ციხეში ნაწამები გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S