წითელ ზღვაში ნორვეგიულ გემს ცეცხლი გაუხსნეს
18/12/2023 14:39:44 მსოფლიო
ნორვეგიულ ხომალდ M/V Swan Atlantic-ს წითელ ზღვაში ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ Reuters წერს
გემის მფლობელმა განაცხადა, რომ მას "გაუცნობი ობიექტი" დაეჯახა. ეკიპაჟის არც ერთი წევრი არ დაშავებულა. დარტყმის შედეგად გემზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ის სწრაფად ჩააქრეს. გემის ყველა სისტემა ნორმალურად მუშაობს.
M/V Swan Atlantic ახორციელებს მცენარეული ზეთების ტრანსპორტირებას და მიემართებოდა საფრანგეთის საზღვარგარეთის კუნძულ რეუნიონისკენ, მადაგასკარის მახლობლად.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, განაცხადეს, რომ გემს თავს დაესხნენ ბევრი რაკეტით იემენი ჰითი მებრძოლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.
მანამდე BP-მ დროებით შეაჩერა ყველა სატრანზიტო მიმოსვლა წითელ ზღვაზე.
"თანამშრომლების და იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენი სახელით მუშაობენ, დაცვა და უსაფრთხოება BP-ის პრიორიტეტია“, - განაცხადეს კომპანიაში და დასძინეს, „წითელ ზღვაში გადაზიდვის უსაფრთხოების კუთხით ვითარების გაუარესების გამო, BP-მ გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს ყველა სატრანზიტო მიმოსვლა წითელ ზღვაზე“.
წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები გახშირდა ღაზას სექტორში ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, რასაც წინ უძღოდა "ჰამასის" თავდასხმა ისრაელის სამხრეთ რეგიონებზე და მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა.


