Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: Storm-Z-ის მებრძოლებს ფრონტზე უშვებენ ჭრილობებით და ამპუტაციის შემდეგაც კი

ბრიტანული დაზვერვა: Storm-Z-ის მებრძოლებს ფრონტზე უშვებენ ჭრილობებით და ამპუტაციის შემდეგაც კი

18/12/2023 14:19:00 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, დასჯილი რუსი სამხედროების Storm-Z-ის წევრები, სავარაუდოდ, საბრძოლო მისიებს უბრუნდებიან მოუშუშებელი ჭრილობებით ან თუნდაც, კიდურების ამპუტაციის შემდეგ.

„ეს გამომდინარეობს დადასტურებული ინფორმაციიდან, რომ Storm-Z-ის, დონეცკის ბოევიკებისა და "ვაგნერის" ჯგუფის წევრები ხშირად იღებდნენ მინიმალურ მკურნალობას ან მათ საერთოდ არ მკურნალობდნენ“, - ნათქვამია სპეცსამსახურების 18 დეკემბრის ანგარიშში.

დაზვერვის წყაროები მიუთითებენ, რომ მსჯავრდებულებს, რომლებიც შეადგენენ Storm-Z ქვედანაყოფების დიდ ნაწილს, ცუდად ექცევიან და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ პატიმრებს ხშირად არ აქვთ სამხედრო ჰოსპიტალებში მოსახვედრად საჭირო დოკუმენტები.

როგორც მიმოხილვაშია შეჯამებული, ოპერაციების თეატრში ადეკვატური სამედიცინო დახმარების არარსებობა გამოიწვევს იმას, რომ ადმინისტრაციული და სამედიცინო ტვირთი ისევ თავად სამხედრო ნაწილებს დააწვებათ მხრებზე.

მანამდე მედიამ გაარკვია, რომ ჰოსპიტალების წინააღმდეგ სულ მცირე 900 რუსი სამხედრო დავობს. მათი თქმით, სამხედროები ჩივიან არასათანადო დიაგნოსტირებისა და მდგომარეობის სიმძიმის შეუფასებლობის გამო, რათა ისინი კვლავ ფრონტზე გაებრუნებინათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S