Accentnews.ge
რუსეთში "ტერორისტების" სიას მწერალი აკუნინი დაამატეს

რუსეთში "ტერორისტების" სიას მწერალი აკუნინი დაამატეს

18/12/2023 13:49:19 მსოფლიო

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა.

მწერალი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფედერალურ ძებნილთა სიაში ჯერ არ დაუმატებიათ.

აკუნინმა რუსეთი 2014 წელს დატოვა და ახლა დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. მწერალმა საჯაროდ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და რეგულარულად საუბრობს ამის შესახებ. უკრაინაში რუსეთის შეჭრას მან "პუტინის უკანასკნელი თამაში" უწოდა. მწერალი ჰუმანიტარულ კამპანიებშია ჩართული, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება.

მწერლის წიგნების თაროებიდან ჩამოღება რუსულ მაღაზიებში ჯერ კიდევ 2022 წლიდან დაიწყეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S