Accentnews.ge
Politico: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს დღეს მიიღებს

Politico: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს დღეს მიიღებს

18/12/2023 13:38:18 მსოფლიო

18 დეკემბერს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის დამტკიცებას გეგმავს,– იუწყება Politico ანონიმურ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით.

ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, დღეს სანქციების მიღების მოკლე წერილობითი პროცედურა გაიმართება და დღესვე იგეგმება სანქციების ახალი პაკეტის ოფიციალური გამოქვეყნება.

სანქციების მე-12 პაკეტზე ევროკავშირის ქვეყნები მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც ავსტრიამ წინააღმდეგობა შეწყვიტა. მანამდე უკრაინამ ავსტრიული ბანკი Raiffeisen ომის საერთაშორისო სპონსორების სიიდან ამოიღო.

Raiffeisen არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური არხი, რომელშიც რუსული ბიზნესი დოლარსა და ევროში ტრანზაქციებს ახორციელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S