Accentnews.ge
მედია: რუსეთის 155-ე ბრიგადამ უკრაინაში 4-ჯერ მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთში 10 წლის განმავლობაში

მედია: რუსეთის 155-ე ბრიგადამ უკრაინაში 4-ჯერ მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთში 10 წლის განმავლობაში

18/12/2023 11:39:01 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ბრიგადამ დაკარგა მინიმუმ 234 მებრძოლი და ბრიგადის საერთო დანაკარგები, მძიმედ დაჭრილი, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულების სახით, შეიძლება, აღემატებოდეს 1,450 ადამიანს, ანუ მისი საშტატო რაოდენობის თითქმის ნახევარს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სის რუსული სამსახური ავრცელებს.

234 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის სახელები ღია წყაროებიდან იქნა იდენტიფიცირებული. აღნიშნულია, რომ ეს 4-ჯერ მეტია, ვიდრე ამ დანაყოფის დანაკარგები ჩეჩნეთში იყო ომის 10 წლის განმავლობაში. დაღუპულთა შორის სულ მცირე 18 რუსი ოფიცერია, მათ შორის ჯავშანტექნიკის სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი სერგეი მოსკვიჩევი, ოთხი მაიორი და ხუთი კაპიტანი.

რუსეთი დანაკარგებზე არ საუბრობს. სხვადასხვა წყაროების, მათ შორის, დასავლური დაზვერვის შეფასებით, რუსი სამხედროების სიკვდილიანობა განსაკუთრებით გაიზარდა ავდეევკაზე შეტევის დაწყებიდან.

აშშ–ის დაზვერვის თანახმად, რუსეთმა უკრაინაში ჯამში 300 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S