Accentnews.ge
"ფლანგვის დეტექტორი": უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯები 1.5 მილიონი ლარით გაიზარდა

"ფლანგვის დეტექტორი": უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯები 1.5 მილიონი ლარით გაიზარდა

18/12/2023 09:57:21 საზოგადოება

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯები 1.5 მილიონი ლარით, 18 მილიონამდე გაიზარდა. მისი ცნობით, სამუშაოები კი "ქართული ოცნების" დონორების კომპანიამ - შპს "ჯეუ გრუპმა" - შეასრულა.

"ტენდერში შპს "ჯეუ გრუპმა" უკონკურენტოდ გაიმარჯვა, რომელსაც სამუშოები 16.5 მლნ ლარად უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულებაში ცვლილება სამჯერ შევიდა, რის შედეგადაც ბიუჯეტი დაახლოებით 1.5 მლნ ლარით გაიზარდა.

სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო, შპს ჯეუ გრუპი წარსულში თავად თბილისის მერი კახი კალაძის კრიტიკის ობიექტიც გამხდარა.

შპს "ჯეუ გრუპი" იყო კომპანია, რომელმაც ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია 8 თვის დაგვიანებით დაასრულა.

კომპანიას ჯამში სახელმწიფოსგან 389 მილიონი ლარის ტენდერები და 8 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები აქვს მიღებული", – აცხადებს ორგანიზაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S