Accentnews.ge
მე–13 დღეა, ნავალნის ვერ პოულობენ

მე–13 დღეა, ნავალნის ვერ პოულობენ

18/12/2023 08:33:32 მსოფლიო

ვლადიმირის ოქტაბრსკის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის საქმეების განხილვა პოლიტიკოსის ადგილსამყოფელის დადგენამდე შეაჩერა. ამის შესახებ FBK–ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გიმადიმ თავის X-ში განაცხადა.

„მაგრამ კანონში ასეთი საფუძველი არ არსებობს. გარდა ამისა, არ არის მითითებული კონკრეტული თარიღი. სასამართლომ, ნაცვლად სამართლიანობისა და იმისა, რომ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური დაავალდებულოს, გამოაჩინოს პატიმარი, საქმეები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა“, - წერს ნავალნის თანამოაზრე.

პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხაა, რომ ნავალნის 7 სასამართლო პროცესი უნდა ჰქონოდა.

მისივე ცნობით, შაბათ-კვირას, FBK-ს ადვოკატებმა მიმართეს წინასწარი დაკავების 200-ზე მეტ ცენტრს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ნავალნის ვერსად მიაკვლიეს.

13 დღეა მასთან კონტექტი ვერ მყარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S