ზელენსკი: კიევი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში სწრაფ წინსვლას გეგმავს
18/12/2023 05:31:06 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვილოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში სწრაფ წინსვლას გეგმავს.
"მომავალ დღეებში ევროკომისიასთან ერთად ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ უკრაინის კანონმდებლობის შეფასების პროცესს, ევროკავშირის კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის დასადგენად - ანალიზის პროცესს. ასევე ვემზადებით მუშაობისთვის უკრაინისთვის მოლაპარაკების ჩარჩოს თაობაზე. ამას გაზაფხულზე ველით", - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ მთავარია, უკრაინამ ევროკავშირისგან მიიღო გზავნილი, რომ უკრაინა ყოველთვის იქნება საერთო ევროპული სახლის ნაწილი.
ცნობისთვის: 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ასევე საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი.


