Accentnews.ge
სერბეთში ვუჩიჩი და მისი პარტია გამარჯვებას აცხადებენ არჩევნებში, რომელიც, ოპოზიციის განცხადებით, დარღვევებით წარიმართა

სერბეთში ვუჩიჩი და მისი პარტია გამარჯვებას აცხადებენ არჩევნებში, რომელიც, ოპოზიციის განცხადებით, დარღვევებით წარიმართა

18/12/2023 05:24:03 მსოფლიო

სერბეთის მმართველმა "პროგრესულმა პარტიამ" (SNS), რომლის წარმომადგენელიცაა პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, 17 დეკემბერს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა.

"სერბიის პროგრესული პარტიის" თავმჯდომარის მოადგილის, პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩის თქმით, პარტიას აქვს მონაცემები, რომ მან ხმების 47,1% მიიღო, მეორე ადგილზე, 23%–ით კოალიცია "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე 6,7%–ით "სოციალისტურ პარტია" არის.

ოპოზიციის განცხადებით, არჩევნები დარღვევებით წარიმართა.

ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია დამოუკიდებლად შეძლებს უმრავლესობის ფორმირებას პარლამენტში და უარყო ოპოზიციის განცხადებები დარღვევებზე საარჩევნო პროცესში.

საარჩევნო უბნები დაიხურა ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე, ოფიციალური მონაცემები 24 საათის განმავლობაში გამოცხადდება.

ოპოზიცია და ადგილობრივი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებიდან დროდადრო დარღვევებზე იუწყებოდნენ. სერბეთში იმყოფებოდა 5,800-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი, ისინი თავიანთ ანგარიშებს რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ.

ვუჩიჩის პრეზიდენტობის ვადა 2017 წლის მაისში დაიწყო და მას შემდეგ მან შეინარჩუნა ახლო კავშირი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან - მაშინაც კი, როცა მოსკოვი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. ამავდროულად, ვუჩიჩი ცდილობს ურთიერთობის დაბალანსებას დასავლეთთანაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S