Accentnews.ge
თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო

თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო

15/12/2023 17:17:32 საზოგადოება

სლოგანით, „თბილისი-ევროპული ქალაქი“, საქართველოს დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე აინთო. დღესვე, დედაქალაქის ქუჩები საახალწლო ილუმინაციებით განათდა.

"ყველამ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო უკეთესი, გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, ბედნიერება, დღეგრძელობა, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ", - მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ნაძვის ხის ანთებისას მოქალაქეებს.

16 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. 7 იანვრამდე დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები.

იხილეთ ასევე: რა ღონისძიებებია თბილისში დაგეგმილი საახალწლო სოფლის ფარგლებში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S