Accentnews.ge
ქვეყნები, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

ქვეყნები, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

15/12/2023 14:14:56 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 292.7 მლნ აშშ დოლარი (792.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.8%-ით ნაკლებია 2022 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 25.74% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 75.34 მილიონი დოლარი, რაც 76.17%-ით ნაკლებია 2022 წლის ნოემბერთან შედარებით.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

  • რუსეთის ფედერაცია - $75.34 მლნ;
  • იტალია - $42.80 მლნ;
  • აშშ - $40.75 მლნ;
  • გერმანია - $20.34 მლნ;
  • საბერძნეთი - $20.11 მლნ;
  • ისრაელი - $18.60 მლნ;
  • ყაზახეთი - $18.13 მლნ;
  • თურქეთი - $7.82 მლნ;
  • ესპანეთი - $4.97 მლნ;
  • საფრანგეთი - $4.51 მლნ;
  • ირლანდია - $4.27 მლნ;
  • აზერბაიჯანი - $3.55 მლნ;
  • გაერთიანებული სამეფო - $3.04 მლნ;
  • ყირგიზეთი - $2.8 მლნ;
  • პოლონეთი - $2.76 მლნ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S