Accentnews.ge
დათო გორგილაძე: "პირველ არხზე" ჩემი გადაცემა აღარ გავა

დათო გორგილაძე: "პირველ არხზე" ჩემი გადაცემა აღარ გავა

15/12/2023 12:13:36 საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე გადაცემას ხურავს, – იუწყება "რადიო თავისუფლება". მისი ცნობით, ამის შესახებ არხის თანამშრომლების ნაწილი უკვე ფლობს ინფორმაციას.

"რადიო თავისუფლება" წერს, რომ მომავალი წლიდან ტელეარხის ეთერში აღარ გავა "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე".

"მომდევნო წლიდან "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" საქართველოს პირველი არხის ეთერში აღარ გავა. ამას გიდასტურებთ. არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაციაა. პირადი შეფასებებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ", - განუცხადა "რადიო თავისუფლებას" გორგილაძემ.

"გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის" ბოლო გადაცემა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" 29 დეკემბერს გავა. დავით გორგილაძე მაუწყებლის თანამშრომელი აღარ იქნება - მისი თქმით, მაუწყებლს თანამშრომლობის გაგრძელება არ შეუთავაზებია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მზარდია. გასულ წელს 82 მილიონ ლარზე მეტი იყო, წელს კი 101 მილიონი ლარი. დაფინანსების 15 პროცენტი აჭარის ტელევიზიას ეკუთვნის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S