Accentnews.ge
უკრაინის საელჩო: უკრაინის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

უკრაინის საელჩო: უკრაინის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

15/12/2023 08:59:33 პოლიტიკა

უკრაინის საელჩო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უკრაინის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

„ვულოცავთ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს. ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნების ცხოვრებაში. უკრაინის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. პატივი და დიდება გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის. მადლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.

ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S